თქვენ არ ხართ მარტო თავის ტკივილთან ბრძოლაში You're Not Alone in Your Fight Against Headache
საქართველოს თავის ტკივილისა და შაკიკის ორგანიზაცია ემსახურება პაციენტთა მხარდაჭერას განათლების, ზრუნვისა და ინტერესების დაცვის გზით. შემოგვიერთდით სანდო ინფორმაციისა და თანადგომის მისაღებად.
The Georgian Headache and Migraine Organization helps patients through education, support, and advocacy. Join us to get the information and help you need.
როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ
How We Can Help You
ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან რესურსებს და მხარდაჭერას თავის ტკივილითა და შაკიკით დაავადებული პაციენტებისთვის.
We offer diverse resources and support for patients with headache and migraine disorders.
პაციენტთა განათლება
Patient Education
სანდო, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია შაკიკისა და თავის ტკივილის შესახებ მარტივ, გასაგებ ენაზე.
Reliable, evidence-based information about migraine and headache in simple, understandable language.
გაიგე მეტი Learn Moreპაციენტთა მხარდაჭერა
Community Support
შემოუერთდით პაციენტთა გაერთიანებას, სადაც შეძლებთ პირადი გამოცდილების გაზიარებასა და თანადგომის მიღებას.
Join our patient community where you can share experiences and receive support from others who understand.
გაიგე მეტი Learn Moreსამედიცინო რჩევები
Medical Guidance
გაიგეთ, როდის უნდა მიმართოთ ექიმს და როგორ მოემზადოთ ვიზიტისთვის,რათა ხელი შეუწყოთ ზუსტ დიაგნოსტიკას.
Learn when to see a doctor and how to prepare for your visit for the best possible outcome.
გაიგე მეტი Learn Moreთავის ტკივილის შესახებ
About Headache Disorders
რა არის შაკიკი?
What is Migraine?
შაკიკი არის კომპლექსური ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება თავის ტკივილის 4-72 საათიანი ხანგრძლივობის შეტევებით.
Migraine is a complex neurological disease characterized by headache attacks lasting 4 to 72 hours.
წაიკითხე მეტი Read Moreთავის ტკივილის ტიპები
Types of Headache
გაეცანით თავის ტკივილის სხვადასხვა ტიპებს, მათ სიმპტომებს და მკურნალობის მეთოდებს.
Learn about different types of headache, their symptoms, and treatment approaches.
წაიკითხე მეტი Read Moreროდის მივმართოთ ექიმს
When to See a Doctor
მნიშვნელოვანია ამოიცნოთ საგანგაშო სიმპტომები და იცოდეთ როდის საჭიროებს თავის ტკივილი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
It's important to know when headache requires immediate medical attention.
წაიკითხე მეტი Read Moreჩვენს შესახებ
About Us
გაიცანით საქართველოს თავის ტკივილისა და შაკიკის ორგანიზაცია
Learn about the Georgian Headache and Migraine Organization
რა არის პაციენტთა ორგანიზაცია?
What is a Patient Organization?
პაციენტთა ორგანიზაცია წარმოადგენს გაერთიანებას, რომელიც იქმნება კონკრეტული დაავადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან პრობლემის მქონე ადამიანების ინტერესების დასაცავად და მხარდასაჭერად. მსგავსი გაერთიანებები, როგორც წესი, არაკომერციული ხასიათისაა და ფუძნდება უშუალოდ პაციენტების, მათი ოჯახის წევრების ან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ.
A patient organization is a non-profit association formed to advocate for and support individuals affected by a specific disease or health condition. These organizations are typically founded by patients, their family members, or healthcare professionals.
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სანდო ინფორმაციისა და განათლების მიწოდება, ემოციური და სოციალური მხარდაჭერა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და ჯანდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
Their key activities include: providing information and education, offering emotional and social support, raising public awareness, promoting scientific research, and working towards healthcare policy improvements.
ჩვენი მისია
Our Mission
საქართველოს თავის ტკივილისა და შაკიკის ორგანიზაცია (GHMPO) წარმოადგენს პაციენტთა არაკომერციულ გაერთიანებას, რომელიც ემსახურება შაკიკისა და თავის ტკივილის მქონე ადამიანების მხარდაჭერას.
The Georgian Headache and Migraine Organization (GHMPO) is a non-profit organization dedicated to supporting patients with migraine and headache disorders in Georgia.
ჩვენი მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, პაციენტთა განათლება და მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
Our goal is to raise awareness about headache disorders, provide patient education, and advocate for patient rights.
რას ვაკეთებთ
What We Do
პაციენტთა განათლება
Patient Education
ჩვენ უზრუნველვყოფთ წვდომას სანდო, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე. ჩვენი რესურსები შექმნილია პაციენტებისთვის გასაგებ ენაზე, რათა მათ შეძლონ საკუთარი მდგომარეობის მართვა და მკურნალობის პროცესში ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება.
We provide access to reliable, evidence-based information. Our resources are created in patient-friendly language to help individuals better understand their condition and make informed decisions about their treatment.
ინტერესების დაცვა (ადვოკატირება)
Advocacy
ჩვენ ვიცავთ თავის ტკივილით დაავადებული პაციენტების უფლებებს და ვმუშაობთ საზოგადოებასა და ჯანდაცვის სისტემაში ამ დაავადებების სერიოზულობის შესახებ ცნობიერების გასაზრდელად.
We advocate for the rights of headache patients and work to raise awareness about the seriousness of these disorders within society and the healthcare system.
პაციენტთა მხარდაჭერა
Community Support
ჩვენ ვქმნით პლატფორმას, სადაც პაციენტებს შეუძლიათ გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, მიიღონ თანადგომა და იგრძნონ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ არიან.
We create a platform where patients can share experiences, receive support, and feel that they are not alone in their journey.
ჩვენი ღირებულებები
Our Values
პაციენტზე ორიენტირება
Patient-Centered
ჩვენს საქმიანობაში პაციენტის საჭიროებები უპირველესია.
Patient needs are always our priority.
მტკიცებულებაზე დაფუძნება
Evidence-Based
ყველა ინფორმაცია ეფუძნება უახლეს სამეცნიერო კვლევებს.
All information is based on scientific research.
გამჭვირვალობა
Transparency
ჩვენი საქმიანობა ეფუძნება კეთილსინდისიერებას, ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას.
We operate with integrity, maintaining full transparency and accountability in all our initiatives.
ინკლუზიურობა
Inclusivity
ჩვენ ვქმნით თანასწორ და დაცულ გარემოს, სადაც თითოეული პაციენტის ხმა მნიშვნელოვანია.
We foster a supportive environment where every patient feels heard, valued, and respected.
რა არის შაკიკი?
What is Migraine?
სრული სამედიცინო გზამკვლევი: დიაგნოსტიკა, ფაზები და მართვა
Complete Medical Guide: Diagnosis, Phases, and Management
უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ „თავის ტკივილი“
More Than Just a "Headache"
ხშირად გვესმის ფრაზა: „თავი მტკივა, ალბათ შაკიკი მაქვს“. თუმცა, სამედიცინო თვალსაზრისით, ეს შედარება არაკორექტურია. შაკიკი არ არის ჩვეულებრივი თავის ტკივილი; ეს არის ქრონიკული ნევროლოგიური მდგომარეობა და თავის ტკივილის პირველადი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სენსორული დამუშავების დარღვევას (Sensory Processing Disorder).
We often hear: "My head hurts, I probably have a migraine." However, medically, this comparison is inaccurate. Migraine is not just a standard headache; it is a chronic neurological condition and a primary headache disorder that represents a Sensory Processing Disorder.
თანამედროვე ხედვა: ძველი „სისხლძარღვოვანი თეორია“ (თითქოს ტკივილს მხოლოდ სისხლძარღვების გაფართოება იწვევს) მოძველებულია. უახლესი მონაცემებით, შაკიკის პათოფიზიოლოგია ეფუძნება ტრიგემინო-ვასკულარული სისტემის (სამწვერა ნერვისა და სისხლძარღვების კომპლექსი) აქტივაციას.
Modern View: The old "vascular theory" (that pain is caused solely by vasodilation) is obsolete. Current data shows that migraine pathophysiology is based on the activation of the trigemino-vascular system.
ძირითადი მექანიზმი
Key Mechanism
- 1. შეტევის ინიცირება: პათოლოგიური პროცესი იწყება ტკივილის აღმოცენებამდე ბევრად ადრე (ხშირად 24-48 საათით ადრე), ჰიპოთალამუსისა და ტვინის ღეროს აქტივაციით. 1. Initiation: The pathological process begins long before pain arises (often 24-48 hours prior) with the activation of the hypothalamus and brainstem.
- 2. ნეიროგენული ანთება: გააქტიურებული სამწვერა ნერვი (N. Trigeminus) გამოყოფს სპეციფიკურ ცილებს, განსაკუთრებით CGRP-ს (კალციტონინ-გენ-დაკავშირებული პეპტიდი). 2. Neurogenic Inflammation: The activated trigeminal nerve releases specific proteins, particularly CGRP (Calcitonin Gene-Related Peptide).
- 3. სენსიტიზაცია: აღნიშნული ნივთიერებები იწვევენ ტვინის გარსების სისხლძარღვთა ანთებას და ტკივილის სიგნალების გადაცემას ტვინის ქერქისკენ, რაც პაციენტის მიერ აღიქმება როგორც ძლიერი, მფეთქავი ტკივილი. 3. Sensitization: These substances cause inflammation of the meningeal blood vessels and transmit pain signals to the cerebral cortex, perceived by the patient as severe, throbbing pain.
შაკიკის 4 ფაზა
The 4 Phases of Migraine
1. პროდრომი (წინამორბედი ფაზა)
1. Prodrome (Premonitory Phase)
შაკიკს წინ უსწრებს და შესაძლოა საათები ან დღეები გაგრძელდეს. ვლინდება ზოგადი სიმპტომატიკით და ხშირად შეუმჩნეველი რჩება:
Precedes the migraine and may last hours or days. It manifests with general symptoms and often goes unnoticed:
- ხასიათის ცვლილება: უმიზეზო დეპრესია, გაღიზიანება ან ეიფორია.
- Mood changes: Unexplained depression, irritability, or euphoria.
- მთქნარება: აკვიატებული, ხშირი მთქნარება, მაშინაც კი, თუ არ გეძინებათ.
- Yawning: Repetitive, frequent yawning, even without tiredness.
- კისრის დაჭიმულობა: დისკომფორტი კეფის არეში.
- Neck stiffness: Discomfort in the neck/occipital area (often mistaken for osteochondrosis).
- საკვებისადმი ლტოლვა: ტკბილეულის ან მარილიანი საკვების მოთხოვნილება.
- Food cravings: Craving for sweets or salty foods.
2. აურა
2. Aura
ვლინდება პაციენტთა 25–30%-ში. ეს არის ელექტრული ტალღის გადაცემა ტვინის ქერქზე . სიმპტომი ტიპიურად 5–60 წუთი გრძელდება.
Occurs in 25–30% of patients. This is an electrical wave spreading across the cortex (Cortical Spreading Depression). Symptoms typically last 5–60 minutes.
- მხედველობითი აურა: მოციმციმე ზიგზაგები, ნათელი წერტილები, მხედველობის ველის ნაწილობრივი დაქვეითება („ბრმა ლაქა“).
- Visual Aura: Flashing zig-zags, bright spots, partial vision loss ("blind spot").
- სენსორული აურა: „ჭიანჭველების ცოცვის“ შეგრძნება (პარესთეზია), რომელიც ნელ-ნელა ადის ხელის მტევნიდან სახეზე.
- Sensory Aura: Pins and needles sensation (paresthesia) traveling from the hand to the face.
- მეტყველების აურა: სიტყვების მოძებნის გაძნელება ან არეული საუბარი.
- Speech Aura: Difficulty finding words or slurred speech.
3. შაკიკის შეტევა (თავის ტკივილი)
3. Migraine Attack (Headache Phase)
უშუალოდ თავის ტკივილის ფაზა (4–72 საათი). აქვს 4 ძირითადი მახასიათებელი:
The actual headache phase (4–72 hours). It has 4 main characteristics:
თანმხლები სიმპტომები: გულისრევა/ღებინება, სინათლის შიში (ფოტოფობია), ხმაურის შიში (ფონოფობია), სუნების აუტანლობა (ოსმოფობია).
Accompanying Symptoms: Nausea/vomiting, light sensitivity (photophobia), sound sensitivity (phonophobia), smell sensitivity (osmophobia).
4. პოსტდრომი („შაკიკის ნაბახუსევი“)
4. Postdrome ("Migraine Hangover")
ვლინდება ტკივილის გავლის შემდეგ (24–48 სთ). დამახასიათებელია გონებრივი „ნისლი“, კონცენტრაციის დაქვეითება, კუნთების ტკივილი და გამოფიტვა.
Occurs after the pain resolves (24–48 hours). Characterized by "brain fog," poor concentration, muscle pain, and exhaustion.
შაკიკის ტრიგერები და „ზღურბლის თეორია“
Migraine Triggers and "Threshold Theory"
მითის დამსხვრევა: ტრიგერი არ არის შაკიკის მიზეზი. შაკიკის მიზეზი ტვინის გენეტიკური აგზნებადობაა. ტრიგერი მხოლოდ „ნაპერწკალია“. შაკიკიან ტვინს არ უყვარს ცვლილებები — მას უყვარს რუტინა.
Myth Buster: A trigger is not the cause of migraine. The cause is the brain's genetic excitability. The trigger is just the "spark." A migraine brain dislikes change—it loves routine.
- კვება: შიმშილი (ყველაზე ძლიერი ტრიგერი), დეჰიდრატაცია, ალკოჰოლი, კოფეინის მიღების ცვლილება.
- Diet: Hunger (strongest trigger), dehydration, alcohol, caffeine fluctuation.
- ძილი: უძილობა ან ზედმეტი ძილი.
- Sleep: Insomnia or oversleeping ("Weekend Migraine").
- სტრესი: განსაკუთრებით სტრესის "მოხნის" მომენტი.
- Stress: Especially the "Let-down" moment after stress passes.
- გარემო: ამინდის ცვლილება, მძაფრი სუნები, კაშკაშა შუქი.
- Environment: Weather changes, strong odors, bright lights.
- ჰორმონები: ესტროგენის ვარდნა (მენსტრუალური შაკიკი).
- Hormones: Estrogen drop (Menstrual Migraine).
დიაგნოსტიკა: ICHD-3 სტანდარტი
Diagnosis: ICHD-3 Standard
შაკიკის დიაგნოსტიკა კლინიკურია. MRI ინიშნება მხოლოდ სხვა პათოლოგიების გამოსარიცხად. ნევროლოგები იყენებენ ICHD-3 კლასიფიკაციას:
Migraine diagnosis is clinical. MRI is ordered only to rule out other pathologies. Neurologists use the ICHD-3 classification:
1.1 შაკიკი აურის გარეშე (ყველაზე გავრცელებული)
1.1 Migraine Without Aura (Most Common)
დიაგნოზის დასმა ხდება ICHD-3 პროტოკოლით, კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით:
Diagnosis is made according to the ICHD-3 protocol, based on specific criteria:
A. შეტევების სიხშირე: პაციენტს გადატანილი უნდა ჰქონდეს სულ მცირე 5 შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს B-D კრიტერიუმებს.
A. Frequency: The patient must have had at least 5 attacks fulfilling criteria B-D.
B. შეტევის ხანგრძლივობა: შეტევა (მკურნალობის გარეშე ან უშედეგო მკურნალობისას) გრძელდება 4-დან 72 საათამდე.
B. Duration: The attack lasts 4 to 72 hours (when untreated or unsuccessfully treated).
💡 განმარტება: თუ პაციენტი იღებს წამალს და ტკივილი 2 საათში გაივლის, ეს შეტევა მაინც ითვლება დიაგნოსტიკურად. კრიტერიუმი ეხება ტკივილის ბუნებრივ ხანგრძლივობას.
💡 Clarification: If a patient takes medication and the pain resolves in 2 hours, the attack still counts diagnostically. The criterion refers to the natural duration of the pain.
C. ტკივილის 4 მთავარი მახასიათებელი: ტკივილს უნდა ჰქონდეს ჩამოთვლილიდან სულ მცირე ორი ნიშანი:
C. Pain Characteristics: The headache must have at least two of the following four characteristics:
- 📍 ცალმხრივი ლოკალიზაცია: ტკივილი უმეტესად თავის ერთ მხარესაა. 📍 Unilateral location: Pain is mostly on one side of the head.
- 💓 მფეთქავი ხასიათი: ტკივილი არის პულსირებადი (რიტმული). 💓 Pulsating quality: The pain is throbbing/pulsating.
- 📈 ინტენსივობა: ტკივილი არის საშუალო ან ძლიერი. 📈 Intensity: Pain intensity is moderate or severe.
- 🏃 გაუარესება აქტივობით: ტკივილი ძლიერდება ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვით (მაგ. სიარული, კიბეზე ასვლა). 🏃 Aggravation by activity: Pain is worsened by routine physical activity (e.g., walking, climbing stairs).
D. თანმხლები სიმპტომები: შეტევის დროს უნდა აღინიშნებოდეს სულ მცირე ერთი პუნქტი:
D. Associated Symptoms: During the attack, at least one of the following must be present:
- 🤢 გულისრევა და/ან ღებინება. 🤢 Nausea and/or vomiting.
- ☀️ ფოტოფობია (სინათლის აუტანლობა) და/ან 🔊 ფონოფობია (ხმაურის აუტანლობა). ☀️ Photophobia (light sensitivity) and/or 🔊Phonophobia (sound sensitivity).
E. სიმპტომატიკა უკეთესად არ აიხსნება ICHD-3 კლასიფიკაციის სხვა დიაგნოზით.
E. Not better accounted for by another ICHD-3 diagnosis.
1.2 შაკიკი აურით
1.2 Migraine With Aura
⚡ რა არის აურა?
⚡ What is Aura?
აურა — ეს არის დროებითი, სრულად შექცევადი ნევროლოგიური სიმპტომების ერთობლიობა. ის წარმოადგენს თავის ტვინის ქერქში ელექტრული და ქიმიური აქტივობის ტალღისებური გავრცელების შედეგს.
Aura is a set of temporary, fully reversible neurological symptoms. It represents the result of a wave of electrical and chemical activity spreading across the cerebral cortex (Cortical Spreading Depression).
დიაგნოზი ისმება ICHD-3 კრიტერიუმების მიხედვით, როდესაც ისტორია შეესაბამება შემდეგ პუნქტებს:
Diagnosis is made according to ICHD-3 criteria when the history meets the following points:
A. შეტევების სიხშირე: პაციენტს გადატანილი უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 შეტევა.
A. Frequency: The patient must have had at least 2 attacks.
B. აურის ტიპური სიმპტომები: ვლინდება ერთი ან მეტი სრულად შექცევადი სიმპტომი:
B. Typical Symptoms: One or more fully reversible symptoms occur:
-
👁️ ვიზუალური აურა (ყველაზე ხშირი):
• პოზიტიური: მოციმციმე წერტილები, ზიგზაგები, გეომეტრიული ფიგურები.
• ნეგატიური: მხედველობის ველის ნაწილობრივი დაკარგვა („შავი ლაქა“ ან „ბრმა წერტილი“). 👁️ Visual Aura (Most Common):
• Positive: Flashing spots, zig-zags, geometric shapes.
• Negative: Partial loss of vision ("black spot" or "blind spot"). -
🖐️ სენსორული (მგრძნობელობითი):
ჩხვლეტის, „ჭიანჭველების ცოცვის“ შეგრძნება (პარესთეზია), დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება. 🖐️ Sensory:
Pins and needles sensation (paresthesia), numbness, reduced sensation. -
🗣️ მეტყველების (დისფაზური):
სიტყვების პოვნის ან გამოთქმის გაძნელება. 🗣️ Speech (Dysphasic):
Difficulty finding or articulating words. -
💪 მოტორული:
სისუსტე სხეულის რომელიმე ნაწილში (ჰემიპლეგიური შაკიკი). 💪 Motor:
Weakness in a body part (Hemiplegic Migraine). -
🧠 ტვინის ღეროს (ბაზილარული):
გაორება, თავბრუსხვევა (ვერტიგო), ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება. 🧠 Brainstem (Basilar):
Double vision, vertigo, tinnitus, hearing impairment. -
👁️🗨️ რეტინალური (ოკულარული):
მხედველობის დროებითი ცვლილება ან დაკარგვა მხოლოდ ერთ თვალში. 👁️🗨️ Retinal (Ocular):
Temporary visual change or loss in one eye only.
C. აურის 6 მთავარი წესი: დიაგნოსტიკისთვის უნდა სრულდებოდეს მინიმუმ 3 პირობა:
C. The 6 Rules of Aura: At least 3 conditions must be met for diagnosis:
- სიმპტომების თანდათანობითი გავრცელება (≥ 5 წთ).
- Gradual spread of symptoms (≥ 5 min).
- სიმპტომების თანმიმდევრობა (ორი აურა ერთად არ იწყება, ისინი ერთმანეთს მიჰყვება).
- Succession of symptoms (they occur one after another, not simultaneously).
- ხანგრძლივობა: თითოეული სიმპტომი გრძელდება 5-დან 60 წუთამდე.
- Duration: Each symptom lasts 5 to 60 minutes.
- ცალმხრივობა: ერთი სიმპტომი მაინც არის ცალმხრივი.
- Unilateral: At least one symptom is one-sided.
- მინიმუმ ერთი სიმპტომი არის „პოზიტიური“ (ციმციმი, ჩხვლეტა).
- At least one symptom is "Positive" (flickering, tingling).
- კავშირი ტკივილთან: თავის ტკივილი იწყება აურის დროს ან დასრულებიდან 60 წუთში.
- Link to Pain: Headache starts during aura or within 60 minutes after.
შენიშვნა: პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ შერეული ფორმა — როგორც შაკიკი აურით, ასევე აურის გარეშე.
Note: Patients may have a mixed form — experiencing both Migraine with Aura and Migraine without Aura attacks.
1.3 ქრონიკული შაკიკი
1.3 Chronic Migraine
📋 განმარტება: თავის ტკივილი, რომელიც გაწუხებთ თვეში 15 ან მეტი დღე (ბოლო 3 თვის მანძილზე), საიდანაც 8 დღე მაინც აკმაყოფილებს შაკიკის კრიტერიუმებს.
📋 Definition: Headache occurring on 15 or more days/month (for >3 months), of which at least 8 days meet migraine criteria.
ICHD-3 კლასიფიკაციით, დიაგნოზი ისმება შემდეგი 3 პირობის დაკმაყოფილებისას:
According to ICHD-3 classification, diagnosis is made when the following 3 conditions are met:
- 📅 1. სიხშირე: თავის ტკივილი (ნებისმიერი ტიპის) აღინიშნება თვეში ≥15 დღე, >3 თვის განმავლობაში. 📅 1. Frequency: Headache (of any type) occurs on ≥15 days/month for >3 months.
- ⚡ 2. ხასიათი: ამ 15 დღიდან, სულ მცირე 8 დღე არის „შაკიკის ტიპის“ (ან ექვემდებარება ტრიპტანით მკურნალობას). ⚡ 2. Character: Of these 15 days, at least 8 days are "Migraine-type" (or respond to triptan treatment).
- 📜 3. ისტორია: პაციენტს ანამნეზში უნდა ჰქონდეს გადატანილი სულ მცირე 5 ეპიზოდური შაკიკის* შეტევა. 📜 3. History: The patient must have a history of at least 5 Episodic Migraine* attacks.
*ეპიზოდურია შაკიკი, თუ თავის ტკივილის სიხშირე თვეში 14 დღეს არ აღემატება.
*Migraine is episodic if headache frequency does not exceed 14 days per month.
🧠 ნევროლოგიური პროცესი: „ქრონიფიკაცია“
🧠 The Neurological Process: "Chronification"
ეს არის ნეირობიოლოგიური ფენომენი, როდესაც ხშირი შეტევები იწვევს ტკივილის ცენტრალური გზების მუდმივ სტიმულაციას. დროთა განმავლობაში ნეირონები ხდებიან ჰიპერსენსიტიური (ზემგრძნობიარე). შედეგად, ტკივილის ზღურბლი იმდენად დაბლა იწევს, რომ შეტევა შეიძლება დაიწყოს მინიმალური ტრიგერისგან ან სულაც მის გარეშე.
This is a neurobiological phenomenon where frequent attacks cause constant stimulation of central pain pathways. Over time, neurons become hypersensitive. As a result, the pain threshold drops so low that an attack can be triggered by minimal stimuli or even spontaneously.
🔄 რატომ „ერწყმის“ დღეები ერთმანეთს?
🔄 Why do days "merge" together?
ქრონიკული შაკიკის დროს პაციენტისთვის რთულია ცალკეული შეტევების გამიჯვნა. ტკივილის ხასიათი შეიძლება იცვლებოდეს საათობრივად: პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ფონური დაძაბულობის ტკივილი, რომელიც „გადაირთვება“ მწვავე შაკიკში. ამიტომ, დიაგნოსტიკისას ვითვლით ყველა თავის ტკივილის დღეს.
In chronic migraine, it is difficult to distinguish individual attacks. Pain characteristics may change hourly: a patient may have background tension-type pain that "switches" into acute migraine. Therefore, for diagnosis, we count all headache days.
💊 კრიტიკული ფაქტორი: MOH (მედიკამენტის ჭარბი დოზირება)
💊 Critical Factor: MOH (Medication Overuse Headache)
ტკივილგამაყუჩებლების (ანალგეტიკები, ტრიპტანები) თვეში 10–15 დღეზე ხშირმა მიღებამ შეიძლება, პარადოქსულად, თავად გამოიწვიოს ტკივილის გახშირება. ამას ეწოდება Medication Overuse Headache (დიაგნოზი 8.2).
Using painkillers (analgesics, triptans) more than 10–15 days per month can paradoxically cause the pain to become more frequent. This is called Medication Overuse Headache (Diagnosis 8.2).
სტრატეგია: თუ პაციენტს აქვს ქრონიკული შაკიკი და თან ჭარბად მოიხმარს წამლებს, ვსვამთ ორივე დიაგნოზს (1.3 + 8.2). მკურნალობა იწყება მედიკამენტის კონტროლირებადი მოხსნით (დეტოქსიკაციით), რის შემდეგაც პაციენტების ~50% უბრუნდება ეპიზოდურ შაკიკს.
Strategy: If a patient has chronic migraine and overuses medication, we assign both diagnoses (1.3 + 8.2). Treatment begins with controlled withdrawal (detox), after which ~50% of patients return to episodic migraine.
📝 დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტი“
📝 The "Gold Standard" of Diagnosis
მხოლოდ მეხსიერებაზე დაყრდნობა არასანდოა. „15/8“ წესის და წამლების მოხმარების ობიექტურად შესაფასებლად აუცილებელია თავის ტკივილის დღიურის წარმოება.
Relying on memory alone is unreliable. To objectively assess the "15/8" rule and medication intake, keeping a Headache Diary is essential.
შაკიკის მენეჯმენტი და მკურნალობა
Migraine Management and Treatment
I. მწვავე მკურნალობა (შეტევის კუპირება)
I. Acute Treatment (Stopping the Attack)
⏱️ „ოქროს წესი“ (The Golden Rule): არ დაელოდოთ! მედიკამენტი მიიღეთ ტკივილის დაწყებიდან პირველ 20-30 წუთში. ამ პერიოდს „თერაპიული ფანჯარა“ ეწოდება. დაგვიანების შემთხვევაში ვითარდება ცენტრალური სენსიტიზაცია (ალოდინია/კანის მტკივნეულობა) და წამლის ეფექტურობა მკვეთრად ეცემა.
⏱️ The Golden Rule: Don't wait! Take medication within the first 20-30 minutes of pain onset. This is the "Therapeutic Window." If delayed, central sensitization (allodynia/skin pain) develops, and drug efficacy drops significantly.
- 💊 NSAIDs (ანთების საწინააღმდეგოები): იბუპროფენი, ნაპროქსენი, დექსკეტოპროფენი.
(სიფრთხილე: კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს). - 💊 NSAIDs (Non-steroidals): Ibuprofen, Naproxen, Dexketoprofen.
(Caution: In case of gastrointestinal issues). - ⚡ ტრიპტანები (სპეციფიკური): სეროტონინის აგონისტები (სუმატრიპტანი, რიზატრიპტანი, ელეტრიპტანი). შექმნილია უშუალოდ შაკიკის გასაჩერებლად.
- ⚡ Triptans (Specific): Serotonin agonists (Sumatriptan, Rizatriptan, Eletriptan). Designed specifically to abort migraine.
- 🛡️ გეპანტები (უახლესი): CGRP ანტაგონისტები (რიმეგეპანტი, უბროგეპანტი). არავიწროებს სისხლძარღვებს, ამიტომ აქვს უსაფრთხო კარდიოვასკულარული პროფილი.
- 🛡️ Gepants (Newest): CGRP antagonists (Rimegepant, Ubrogepant). Does not constrict blood vessels, thus offering a safe cardiovascular profile.
- 🤢 ადიუვანტები (დამხმარე): მეტოკლოპრამიდი. ხსნის გულისრევას და აღადგენს კუჭის მოქმედებას, რათა ტკივილგამაყუჩებელი სწრაფად შეიწოვოს.
- 🤢 Adjuvants (Helpers): Metoclopramide. Relieves nausea and restores gastric motility to ensure rapid absorption of painkillers.
⚠️ გაფრთხილება (MOH): ტკივილგამაყუჩებლების თვეში 10-15 დღეზე ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს „წამლისმიერი თავის ტკივილი“.
⚠️ Warning (MOH): Using painkillers more than 10-15 days a month can lead to "Medication Overuse Headache."
II. პრევენციული მკურნალობა
II. Preventive Treatment
ჩვენებები: ინიშნება, თუ გაქვთ თვეში 4-ზე მეტი შეტევა. მიზანი: შეტევების სიხშირისა და სიმძიმის ≥50%-ით შემცირება.
Indications: Prescribed if you have >4 attacks per month. Goal: To reduce the frequency and severity of attacks by ≥50%.
- ორალური მედიკამენტები: ბეტა-ბლოკერები, ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი), ანტიეპილეფსიური საშუალებები (ტოპირამატი).
- Oral Medications: Beta-blockers, Antidepressants (Amitriptyline), Antiepileptics (Topiramate).
- ბოტოქსი (OnabotulinumtoxinA): FDA-ს მიერ დამტკიცებული პროტოკოლი სპეციფიკურად ქრონიკული შაკიკისთვის.
- Botox (OnabotulinumtoxinA): FDA-approved protocol specifically for chronic migraine.
- CGRP მონოკლონური ანტისხეულები: რევოლუციური ინექციები (ერენუმაბი, ფრემანეზუმაბი, გალკანეზუმაბი), რომლებიც მიზნობრივად ბლოკავს შაკიკის ცილას.
- CGRP Monoclonal Antibodies: Revolutionary injections (Erenumab, Fremanezumab, Galcanezumab) that target and block the migraine protein.
III. საკვები დანამატები (ვიტამინები და მინერალები)
III. Food Supplements (Nutraceuticals)
საერთაშორისო გაიდლაინებით აღიარებული დანამატები (მტკიცებულების დონე B):
Supplements recognized by international guidelines (Evidence Level B):
- მაგნიუმი (400-600 მგ) - განსაკუთრებით აურის და მენსტრუალური შაკიკის დროს.
- Magnesium (400-600 mg) - Especially for aura and menstrual migraine.
- რიბოფლავინი (ვიტამინი B2) (400 მგ).
- Riboflavin (Vitamin B2) (400 mg).
- კოენზიმ Q10 (300 მგ).
- Coenzyme Q10 (300 mg).
IV. ცხოვრების წესი: SEEDS მეთოდი
IV. Lifestyle: The SEEDS Method
რეგულარული რეჟიმი: ჩაძინება და გაღვიძება ერთსა და იმავე დროს. S - Sleep
Regular routine: wake up and go to bed at the same time.
ზომიერი აერობული დატვირთვა კვირაში 3-ჯერ. E - Exercise
Moderate aerobic activity 3 times a week.
ჯანსაღი რაციონი და, რაც მთავარია, შიმშილის თავიდან აცილება. E - Eat
Healthy diet and, most importantly, avoiding hunger.
თავის ტკივილის დღიურის წარმოება ტრიგერების საპოვნელად. D - Diary
Keeping a headache diary to identify triggers.
სტრესის მართვა რელაქსაციითა და თერაპიით (CBT). S - Stress
Stress management via relaxation and therapy (CBT).
თავის ტკივილის ტიპები
Types of Headache
ICHD-3 საერთაშორისო კლასიფიკაცია და განმარტებები
ICHD-3 International Classification and Definitions
📚 ოფიციალური კლასიფიკაცია (ICHD-3)
📚 Official Classification (ICHD-3)
თავის ტკივილების საერთაშორისო საზოგადოების (IHS) უახლესი მონაცემებით, არსებობს 200-ზე მეტი ტიპის თავის ტკივილი. ისინი იყოფა სამ ძირითად ჯგუფად:
According to the latest data from the International Headache Society (IHS), there are over 200 types of headache. They are divided into three main groups:
I. პირველადი თავის ტკივილი
I. Primary Headache
გვხვდება ყველაზე ხშირად. ეს ტკივილი არ არის სხვა დაავადების სიმპტომი — ის თავად წარმოადგენს დაავადებას.
Most common. This pain is not a symptom of another disease — it is the disease itself.
🔴 შაკიკი
🔴 Migraine
ინტენსიური, ხშირად პულსირებული ტკივილი, თან ახლავს გულისრევა, ფოტო/ფონოფობია.
Intense, often pulsating pain, accompanied by nausea, photo/phonophobia.
- 4-72 საათი
- 4-72 hours
- ცალმხრივი ლოკალიზაცია
- Unilateral location
- ძლიერდება მოძრაობით
- Worsens with movement
🟡 დაძაბვის ტიპის
🟡 Tension-Type
ყველაზე გავრცელებული. „მოჭერილობის“ ან „სალტის“ შეგრძნება თავის გარშემო.
Most common. Feeling of "tightness" or a "band" around the head.
- მსუბუქი/ზომიერი
- Mild/Moderate
- ორმხრივი (მთლიანი თავი)
- Bilateral (whole head)
- არ ახლავს გულისრევა
- No nausea
🟣 კლასტერული (TACs)
🟣 Cluster (TACs)
ტრიგემინალური აუტონომიური ცეფალალგიები. უკიდურესად ძლიერი ტკივილი თვალის არეში.
Trigeminal Autonomic Cephalalgias. Extremely severe pain around the eye.
- 15-180 წუთი
- 15-180 minutes
- მკაცრად ცალმხრივი
- Strictly unilateral
- თან ახლავს თვალის ჩაწითლება/ცრემლდენა
- Red/teary eye
⚪ სხვა პირველადი
⚪ Other Primary
იშვიათი ფორმები, რომლებიც არ არის გამოწვეული ტრავმით ან პათოლოგიით.
Rare forms not caused by trauma or pathology.
- ხველის თავის ტკივილი
- Cough headache
- ფიზიკური დატვირთვის ტკივილი
- Exercise headache
- ჰიპნური (ძილის) ტკივილი
- Hypnic headache
II. მეორადი თავის ტკივილი
II. Secondary Headache
ეს არის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია სხვა დაავადებით ან მდგომარეობით (სიმპტომია). ICHD-3 გამოყოფს 8 მთავარ მიზეზს:
This is pain caused by another disease or condition (it is a symptom). ICHD-3 identifies 8 main causes:
- 🤕 ტრავმა: თავის ან კისრის ტრავმით გამოწვეული ტკივილი. 🤕 Trauma: Headache attributed to head or neck trauma.
- 🧠 სისხლძარღვოვანი: ინსულტი, ანევრიზმა, არტერიიტი და სხვა ვასკულარული პათოლოგიები. 🧠 Vascular: Stroke, aneurysm, arteritis, and other vascular pathologies.
- 🧬 არა-ვასკულარული: ქალასშიდა წნევის ცვლილება, სიმსივნე. 🧬 Non-vascular: Intracranial pressure changes, tumors.
- 💊 ნივთიერებები: მედიკამენტის ჭარბი დოზირება (MOH) ან მოხსნის სინდრომი. 💊 Substances: Medication overuse (MOH) or withdrawal.
- 🦠 ინფექცია: მენინგიტი, ენცეფალიტი, სისტემური ვირუსული ინფექციები. 🦠 Infection: Meningitis, encephalitis, systemic viral infections.
- ⚖️ ჰომეოსტაზი: ჰიპოქსია, დიალიზი, ჰიპერტენზია, ჰიპოთირეოზი. ⚖️ Homeostasis: Hypoxia, dialysis, hypertension, hypothyroidism.
- 👀 სტრუქტურული: თვალის (გლაუკომა), ყურის, ცხვირის (სინუსიტი), კბილების პათოლოგიები. 👀 Structural: Disorders of eyes (glaucoma), ears, nose (sinusitis), teeth.
- 🧠 ფსიქიატრიული: დაკავშირებული ფსიქიკურ დარღვევებთან. 🧠 Psychiatric: Attributed to psychiatric disorders.
⚠️ საყურადღებოა: მეორადი თავის ტკივილი შესაძლოა იყოს საშიში. თუ ტკივილი არის უეცარი („მეხის გავარდნის“ მსგავსი), ახლავს მაღალი სიცხე, კისრის გაშეშება ან ნევროლოგიური ნიშნები — დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
⚠️ Warning: Secondary headaches can be dangerous. If the pain is sudden ("thunderclap"), accompanied by high fever, stiff neck, or neurological signs — seek medical attention immediately.
III. კრანიალური ნევრალგიები
III. Cranial Neuralgias
ეს კატეგორია მოიცავს ნერვის დაზიანებით ან გაღიზიანებით გამოწვეულ ტკივილს.
This category includes pain caused by nerve damage or irritation.
- სამწვერა ნერვის ნევრალგია: ელექტროშოკის მსგავსი, ხანმოკლე მაგრამ აუტანელი ტკივილი სახის არეში.
- Trigeminal Neuralgia: Electric shock-like, brief but excruciating pain in the face.
- ოკციპიტალური ნევრალგია: ტკივილი კეფის არეში, რომელიც გადაეცემა თხემზე.
- Occipital Neuralgia: Pain in the occipital area radiating to the vertex.
როდის მივმართოთ ექიმს?
When to See a Doctor?
საგანგაშო ნიშნები და სამედიცინო ყურადღების კრიტერიუმები
Red Flags and Criteria for Medical Attention
🚨 საგანგაშო ნიშნები
🚨 Red Flags (Emergency Signs)
თუ თავის ტკივილს თან ახლავს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ დარეკეთ სასწრაფოში (112) ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
If your headache is accompanied by any of the symptoms listed below, call emergency services (112) or go to the ER immediately:
- ⚡ „ელვისებური“, მწვავე ტკივილი: უეცარი, აუტანელი ტკივილი, რომელიც წამებში აღწევს პიკს (ხშირად აღწერენ როგორც „ცხოვრებაში ყველაზე ძლიერ ტკივილს“). ⚡ "Thunderclap" Headache: Sudden, unbearable pain peaking within seconds (often described as "the worst headache of my life").
- 🌡️ სისტემური ნიშნები: მაღალი ცხელება (სიცხე), კისრის გაშეშება (რიგიდობა), გამონაყარი კანზე. 🌡️ Systemic Signs: High fever, stiff neck (rigidity), skin rash.
- 🧠 ნევროლოგიური დეფიციტი: ცნობიერების შეცვლა, დაბნეულობა, გულყრა (კრუნჩხვა), სისუსტე/დამბლა სხეულის ცალ მხარეს, მეტყველების გაძნელება. 🧠 Neurological Deficits: Altered consciousness, confusion, seizures, weakness/paralysis on one side, difficulty speaking.
- 👁️ მხედველობის უეცარი ცვლილება: მხედველობის დაკარგვა ან საგნების გაორება. 👁️ Sudden Visual Changes: Vision loss or double vision.
- 🤕 ტრავმა: თავის ტკივილი, რომელიც დაიწყო თავის ტრავმის შემდეგ. 🤕 Trauma: Headache starting after a head injury.
- 👴 ასაკი: ახალი ტიპის თავის ტკივილის დაწყება 50 წლის ასაკის შემდეგ. 👴 Age: New onset of headache after age 50.
👨⚕️ როდის დავგეგმოთ ვიზიტი ნევროლოგთან?
👨⚕️ When to Schedule a Visit with a Neurologist?
თუ სიტუაცია არ არის გადაუდებელი, მაგრამ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემები, ჩაეწერეთ ექიმთან გეგმიურ ვიზიტზე:
If the situation is not an emergency but you are experiencing the issues below, schedule a regular appointment:
თავი გტკივათ კვირაში 2-ჯერ ან უფრო ხშირად. Frequency:
You have headaches twice a week or more.
ტკივილგამაყუჩებლები არ გეხმარებათ ან გჭირდებათ მათი მიღება კვირაში 2-ზე მეტჯერ. Medications:
Painkillers don't help, or you need them more than twice a week.
ტკივილი ხელს გიშლით მუშაობაში, სწავლასა და სოციალურ აქტივობაში. Quality of Life:
Pain interferes with work, school, or social activities.
თქვენი ჩვეული თავის ტკივილის ხასიათი, სიხშირე ან სიძლიერე შეიცვალა. Change:
The pattern, frequency, or severity of your usual headache has changed.
📝 როგორ მოვემზადოთ ვიზიტისთვის?
📝 How to Prepare for Your Visit?
დიაგნოსტიკის სიზუსტე დიდწილად დამოკიდებულია თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. ექიმთან მისვლამდე მოამზადეთ:
Diagnostic accuracy depends heavily on the information you provide. Before seeing the doctor, prepare:
1. თავის ტკივილის დღიური
1. Headache Diary
- დრო: როდის იწყება და რამდენ ხანს გრძელდება?
- Timing: When does it start and how long does it last?
- ლოკალიზაცია: სად გტკივათ? (ცალ მხარეს, შუბლზე, კეფაზე?)
- Location: Where does it hurt? (One side, forehead, back of head?)
- ხასიათი: როგორია ტკივილი? (მფეთქავი, ზეწოლითი, მჭრელი?)
- Character: What is the pain like? (Throbbing, pressing, stabbing?)
- ინტენსივობა: შეაფასეთ 1-დან 10-მდე სკალაზე.
- Intensity: Rate it on a scale of 1 to 10.
2. სამედიცინო ინფორმაცია
2. Medical Information
- მედიკამენტები: ჩამოწერეთ ყველა წამალი და დანამატი, რასაც იღებთ.
- Medications: List all drugs and supplements you are taking.
- ისტორია: გაქვთ თუ არა ოჯახში თავის ტკივილის ან შაკიკის ისტორია?
- History: Is there a family history of headache or migraine?
- ცხოვრების წესი: ძილის რეჟიმი, კვება, სტრესის დონე, კოფეინი/ალკოჰოლი.
- Lifestyle: Sleep patterns, diet, stress levels, caffeine/alcohol intake.
⚠️ მნიშვნელოვანია: ეს ვებგვერდი საინფორმაციო ხასიათისაა და არ ანაცვლებს ექიმის კონსულტაციას. ჯანმრთელობის პრობლემის დროს ყოველთვის მიმართეთ პროფესიონალს.
⚠️ Important: This website is for informational purposes only and does not replace medical advice. Always consult a professional for health concerns.
დაგვიკავშირდით
Contact Us
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ
We're here to help
მისამართი
Address
თბილისი, საქართველო
Tbilisi, Georgia
🤝 შემოგვიერთდით
🤝 Join Our Community
ჩვენი ორგანიზაციის კარი ღიაა ყველასთვის — პაციენტებისთვის, ექიმებისთვის და უბრალოდ გულშემატკივრებისთვის. თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ საქართველოში თავის ტკივილის მართვის გაუმჯობესებაში, ჩვენ გელოდებით!
Our organization is open to everyone — patients, doctors, and supporters. If you want to contribute to improving headache care in Georgia, we are waiting for you!
💚 თქვენი ხმა მნიშვნელოვანია: ჩვენ ვართ პაციენტთა ორგანიზაცია და ჩვენი ძალა ერთიანობაშია. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო ძლიერად გაისმის ჩვენი ხმა.
💚 Your Voice Matters: We are a patient organization, and our strength is in unity. The more of us there are, the louder our voice will be heard.
როგორ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ?
How You Can Help?
-
📢
გააზიარეთ ინფორმაცია: გამოგვყევით Facebook-ზე და Instagram-ზე. თქვენი აქტიურობა ეხმარება სხვა პაციენტებს, იპოვონ საჭირო ინფორმაცია. Share Information: Follow us on Facebook and Instagram. Your activity helps other patients find the information they need.
- 🤝
-
🗣️
მოგვიყევით თქვენი ისტორია: თქვენი გამოცდილების გაზიარებამ შეიძლება იმედი მისცეს სხვებს, ვინც ახლა გადის იგივე გზას. Share Your Story: Sharing your experience can give hope to others who are going through the same journey right now.